აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი გამოიკითხა.
წერეთელი საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ამბობს, რომ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით ის გენერალური პროკურორის გამოკითხვას ითხოვს. მისივე განმარტებით, ინციდენტის დროს შოთაძე მანქანაში ჯდებოდა და შესაძლოა ფაქტის მოწმე იყოს.
"ტვ პირველის" დამფუძნებელი ასევე აცხადებს, რომ მან გამომძიებლებს მომხდართან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია მიაწოდა.
ინციდენტში მონაწილე პირებმა თავდაპირველად სარჩელი ინდივიდუალურად შეიტანეს - საქმეები კი საგამოძიებო უწყებამ გააერთიანა.