საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მახლობლად, პენტელის რაიონში მეხანძრეები მეორე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან.
სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი, მოხალისეები, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის 120 ერთეული, 3 სახანძრო თვითმფრინავი და 5 ვერტმფრენი. ტყის ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულია 28 მეხანძრე რუმინეთიდან.
ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი, რომელიც სინოპტიკოსების პროგნოზით ხვალამდე შენარჩუნდება.