“ქართული ოცნების“ ლიდერები პარტიის წარმომადგნელებს, გურიის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს ქობულეთში შეხვდნენ. განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, სამომავლო გეგმები, ასევე შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესები. კომენტარები ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დაწყებამდე გააკეთეს. გუშინ იყო ბათუმი, ხვალ კი პარტიის ხელმძღვანელები ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში ადგილობრივ ლიდერებს შეხვდებიან.