ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზარდა. მუნიციპალიტეტის შემოსავლები მერის განმარტებით, 34 მილიონ ლარზე მეტია და ასევე კაპიტალური ტრანსფერი, რომელიც 4 მილიონ ლარს შეადგენს და მიმართულია მუნიციპალური ავტოპარკის განახლებისკენ. ბიუჯეტში მკვეთრად განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებები. ბიუჯეტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, რადგან მიიჩნევენ, რომ კორუფციულ და კერძო ინტერესებზეა მორგებული.