თამარ სულხანიშვილი გარდაიცვალა

13 მაისი 2016, 00:00 6112 ნახვა

გარდაიცვალა ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ სულხანიშვილი. იგი სიცოცხლის ბოლომდე ბათუმის დრამატული თაეტრის მოქმედი მსახიობი იყო. ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თამარ სულხანიშვილს მიენიჭებული აქვს აჭარის და საქართველოს დამსახურებული არტისტის საპატიო წოდებები.

იგი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრემიის არაერთგზის მფლობელია. მინიჭებული აქვს იუსუფ კობალაძის, მემედ აბაშიძისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიები და დაჯილდოებულია სხვა სახელმწიფო ჯილდოებით. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში "ირინეს ბედნიერება", "დარიპანის გასაჭირი", "მაია წყნეთელი", "მამის მკვლელი", ორი ბატონის მსახური", და სხვა. 2010 წელს თამარ სულხანიშვილს ბათუმის დრამატული თეატრის შესასვლელთან ვარსკვლავი გაუხსნეს. იყო ბათუმის საპატიო მოქალაქეა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი