სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

19 ივლისი 2022, 14:23 818 ნახვა

სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული.

„მივიჩნევ და სააპელაციო საჩივრითაც იკითხება, რომ ჩემი პატიმრობა უკანონოა. პოლიტიკური შინაარსის არის. მივიჩნევ, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირია შექმნილ მდგომარეობასა და ჩემს პატიმრობას შორის. მოვისმინე ჩხიკვაძის განცხადებები, არ ვიცი, რას ემსახურება მოსამართლის ეთერებში სიარული, ტარება, ზემდგომი სასამართლოს მიმართ მოწოდებები. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე ასეთი თავდასხმები ნამდვილად არ მომხდარა. მან განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ ბულინგი არ წყდება მისი მეუღლის და მისი შვილების. როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, დაუშვებელია მისი ოჯახის წევრების ბულინგი. გამოვრიცხავ ჩემი მეგობრების ოჯახის წევრების ჩართულობას, ან ჩემს დაორგანიზებას. ეს დაუშვებელია. მოვითხოვ შეწყვეტას. ჩხიკვაძეს შევახსენებ, კეთილსინდისიერი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღებისას თუ იფიქრებდა სხვის შვილებზე"

„მთავარი არხის“ წარმომადგენლები მინდა, გავამხნევო, ის რეკორდული საოცრება, ჩემი მონაწილეობით როცა 20 დღეში ახალი არხი გაიხსნა, ეს რეკორდი მოხსნილია. ორ თვეში რაც გააკეთეს – არხის შენარჩუნება, ეს გაცილებით დიდი მიღწევაა. ვამაყობ და მადლობელი ვარ მათი ბოლო ორი თვის მუშაობით'' - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში