ე.წ. მოსმენების კანონი - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

18 ივლისი 2022, 11:04 626 ნახვა

როდის მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას,  ჯერ უცნობია. საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.    

მერაბ ტურავას  განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.  მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე  განიხილა საკითხი, მოისმინა  მხარეების პოზიციები და მიიღო გადაწვეტილებაც, თუმცა  ისევ ახალი სარჩელი შევიდა სასამართლოში.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დასძინა,  საქმის სირთულიდან გამომდინარე,  სასამართლო  ამ ეტაპზე არ არის ჩამოყალიბებული  თუ როგორი სისტემა იქნება ქვეყნისთვის საუკეთესო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი