საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ახალი ნაკადით გაიხსნა დღეს. სკოლაში მონაწილეობისთვის ღია კონკურსის შედეგად, იურიდიული ფაკულტეტის 22 საუკეთესო სტუდენტი და სხვადასხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებული შეირჩა.
ცხრა დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან კონსტიტუციური კონტროლის მოდელებს, ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სტანდარტებს, საქართველოში, აშშ-სა და ევროპაში. სემინარები მოიცავს ასევე ფარულ მიყურადებას, მონაცემთა დაცვასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
საზაფხულო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.
საზაფხულო სკოლის მე-14 ნაკადის პროგრამა 26 ივლისს დასრულდება.