ოპოზიციის ნაწილი განცხადებას ავრცელებს 

17 ივლისი 2022, 14:49 561 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ემიჯნებიან და გმობენ ''მმართველი პარტიის და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში აშშ-ს ელჩზე და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე''.

“პარლამენტარების აზრით მმართველი პარტიის და „მისგან ე.წ. განდგომილების მხრიდან წარმოებული იდენტური დეზინფორმაციული კამპანიები“ ქმნის საშიშროებას, რომ საქართველოს დააკარგვინოს სტრატეგიული მეგობრები და შეასუსტოს მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და საქართველო მოაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში.

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ხელი აიღოს დეზინფორმაციის და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებისგან, გადმოერთოს საქმიან რეჟიმზე და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და ანა ბუჩუკური.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში