საქართველო: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორია

16 ივლისი 2022, 12:03 889 ნახვა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები დღეს თბილისში შეხვდებიან ერთმანეთს. ისინი უკვე საქართველოში არიან. პირველი აუდიენცია ქვეყნის პრემიერთან უკვე გამართა  აზერბაიჯანის  საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს.   

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე და თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით.  

განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

ინფორმაცია და ვიდეო-მასალა მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი