უშვილო წყვილების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პროგრამით სარგებლობა დღეიდან ბენეფიციარებს უკვე შეუძლიათ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უშვილო წყვილებისთვის თანამედროვე რეპროდუქციული სამედიცინო სერვისების ახალ პროგრამას განახორციელებს.
წყვილებმა, რომლებმაც წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და დააკმაყოფილეს კრიტერიუმები, სამინისტროსგან დაფინანსების ვაუჩერი მიიღეს.
პროგრამა უზრუნველყოფს უშვილო წყვილებისათვის შესაბამისი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს უშვილო წყვილების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პროგრამას საპილოტედ განახორციელებს.