შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას.
პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის, - ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა" და "მედიის ადვოკატირების კოალიციის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
კელი დეგნანის განცხადებით, 5 და 6 ივლისის ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას, დაუსჯელობა კი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია.