პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, ხვალინდელ სხდომაზე, ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.
საკითხს 14 ივლისის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს და დასკვნას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა სახელდება.
ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს.