მნიშვნელოვანი და დროული მიმართვა - ასეთია ქვეყნის პირველი კანონმდებლის აზრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე.
მმართველ გუნდში სრულად აზიარებენ ღარიბაშვილის სათქმელს და მიაჩნიათ, რომ ღარიბაშვილი-ივანიშვილის ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ პარტიის ყოფილ ლიდერს გავლენები ახლაც აქვს პოლიტიკაში. სწორედ პრემიერ-მინისტრის სიტყვების ამ ნაწილში არ სჯერათ საპარლამენტო უმცირესობის ნაწილს.
ოპოზიციამ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში ტყუილი ამოიკითხა.