ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერს ავარიული სახლების დემონტაჟის, მშენებლობის, გამაგრება-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის გამო აკრიტიკებს. რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ დაახლოებით სამმილიონიანი ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა და არ არის მითითებული კონკრეტული მისამართები თუ რომელ ავარიულ სახლს უნდა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია.
რეზო ხარაზის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ კომპანიებიც შერჩეულია და კონკრეტული მისამართებიც, თუმცა ეს ყველაფერი მორგებული იქნება ,,ქართული ოცნების,“ და არა ქალაქის ინტერესებს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ითხოვს გამოცხადებული ტენდერი დაუყონებლივ შეწყდეს. ასევე მიმართავს პროკურატურას ტენდერში არსებული კითხვის ნიშნები შეისწავლონ.