მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატისგან გაჟღერებული პოლიტიკური გზავნილი, რომელშიც კრიტიკის მთავარი ადრესატი კელი დეგნანი იყო, ისევ განხილვის საგანია.
ამერიკის ელჩმა საქართველოში წერილს ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით სავსე უწოდა.
დიპლომატის ეს განცხადება კი მმართველი გუნდისა და „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან ქართველი ამომრჩევლის და პარლამენტის შეურაცხყოფად შეფასდა.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქართული ოცნება ელჩებზე თავდასხმით ცდილობს შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაცია. აცხადებენ, რომ მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატები რუსულ ნარატივს ავრცელებენ.