პოლიტიკურ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა დღეს ენმ-ში შეაფასეს. რეზო ხარაზი ''ქართულ ოცნებას'' მოუწოდებს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან კორუფციული გარიგებები შეაჩერონ და სახელმიფო ბიუჯეტიდან თანხების ჩარიცხვებზე უარი თქვან.
ხარაზი ირმუნება, რომ ტენდერში გამარჯვებული მსხვილი 20-მდე კომპანია „ოცნებასთანაა“ გარიგებული. ხარაზი პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ბრალდებას „ოცნება“ ჯერ არ გამოხმაურებია.
არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით კი, 2021 წელს 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 60 პროცენტი - დაახლოებით 26 მლნ ლარი ''ქართულმა ოცნებამ''.