პოლიციამ ცოლის მკვლელობის ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავა

08 ივლისი 2022, 21:21 1026 ნახვა

თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე ქმარმა ცოლი მოკლა. დანაშაულს შეესწრო შვილიც, რომელმაც პოლიციას და სასწრაფოს მომხდარის შესახებ თავად შეატყობინა. 65 წლის ზაქრო ვარდიაშვილმა 58 წლის მეუღლეს მძიმე ჩაქუჩი ჩაარტყა. მიღებული დაზიანების შედეგად კი, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობა ოჯახის წევრებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი