ერთიანი ეროვნული გამოცდები

08 ივლისი 2022, 11:13 1060 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტებს დღეს გამოცდა მათემატიკაში აქვთ. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მათემატიკის ჩაბარების სურვილი 13 800 – ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

გამოცდა ორ სესიად ჩატარდება. რეგისტრაცია ოცდაორივე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყო.

მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდის კი - 15:00 საათი. 9 და 10 ივლისს, შაბათ-კვირას აბიტურიენტები დაისვენებენ და 11 ივლისს,   ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გაგრძელდება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში