საარჩევნო ბარიერი - მმართველი გუნდის შეთავაზება და გამოხმაურება

08 ივლისი 2022, 12:06 837 ნახვა

2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების სანაცვლოდ.

''ქართული ოცნება'' ევროკავშირის სთავაზობს, რომ თუ საქართველოს დეკემბრის ბოლოს  კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ, მაშინ არაუგვიანეს ერთი თვისა, პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც  2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ცნობისთვის, საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 პროცენტამდე დაწევას პოლიტიკური პარტიები დიდი ხანია ითხოვენ, და ახლაც დღის წესრიგშია, თანაც კანონპროექტი ერთი მოსმენით პარლამენტში უკვე განხილულია.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი