მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - შემოსავლების სამსახური

08 ივლისი 2022, 11:35 993 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა.

უწყების განცხადებით, ,,წითელი ხიდისა“ და ,,სარფის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მ.გ.-სა და ი.გ.-ს, როგორც ფიზიკური ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 133,81 გრამი) და ოქროს ზოდი (20 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 424,99 ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში, 18 424,99 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

მებაჟე ოფიცრებმა, საზღვარზე კანონდარღვევით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის კიდევ 3 ფაქტი აღკვეთეს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი