რუსეთის ომი უკრაინაში

07 ივლისი 2022, 19:26 792 ნახვა

უკრაინაში ომის 134-ე დღეა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა ისევ დონბასია. გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ დონეცკის ოლქის ქალაქების: სლავიანსკის, კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებით, არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით იერიში მიიტანა ათზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. რუსულმა ძალებმა დილით „ზმეინი“ დაბომბეს. კუნძულს ორი რუსული რაკეტა მოხვდა.  გამთენიისას თავდასხმა ოდესაზეც მოხდა. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად 35 ტონა მარცვლეული განადგურდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი