შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან

07 ივლისი 2022, 19:26 915 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა და ნატალია ვუტოვამ განიხილეს რეკომენდაციები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს გეგმები მათი განხორციელების კუთხით და ევროპის საბჭოს ჩართულობის შესაძლებლობები. ნატალია ვუტოვამ გამოხატა ევროპის საბჭოს მხრიდან დაგეგმილ რეფორმებში ჩართულობის და შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენის მზაობა. მხარეები რეკომენდაციების შესრულების პროცესში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი