"ქართული ოცნება" მზადაა კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ ბარიერი 2%-მდე დაწიოს - რას ამბობს ოპოზიცია?

07 ივლისი 2022, 18:07 665 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, როცა დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არაუგვიანეს ერთ თვეში პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ამ პოლიტიკურ ვალდებულებას მმართველი გუნდი იღებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი