ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა აღდგა

08 იანვარი 2017, 00:00 2783 ნახვა

სოფელ შორაპანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა ორი დღის განმავლობაში იყო შეზღუდული. სოფელ შორაპანთან გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამო მოძრაობა გადართული იყო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი