საქართველო-ემორის ტუბერკულოზის კვლევის სასწავლო პროგრამის ფარგლებში საქართველო კონფერენციას მასპინძლობს, რომლის მიზანი ამერიკელ და ქართველ მკვლევრებს შორის ტუბერკულოზის შესწავლის სფეროში გამოცდილების გაზიარებაა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, დაავადებათა კონტროლის, შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრების, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის ორმოცამდე ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი ემორის უნივერსიტეტის სტიპენდიატი გახდა.