პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობას იწყებს.
დღესვე, 12 პირობის შესასრულებლად იგეგმება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნა. სხდომას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.
მმართველმა პარტიამ პუნქტების შესრულების კონკრეტული გეგმა 1ივლისს წარადგინა, რომლის თანახმად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას უზრუნველყოფს და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.