რუსეთის ომი უკრაინაში

06 ივლისი 2022, 20:25 900 ნახვა

ომის 133-ე დღეს უკრაინაზე საჰაერო იერიშები გრძელდება. უკრაინული ძალები რუსების შეკავებას ცდილობენ. დაბომბილია დასახლებული პუნქტები. განადგურებულია სამოქალაქო ობიექტები. ავიაიერიშები განხორციელდა ხარკოვზე. ერთ-ერთი ჭურვი უნივერსიტეტის შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინტენსიურად იბომბება მიკოლაევის ოლქი. უკრაინული მხარის ცნობით, ანტისაჰაერო სისტემამ შავ ზღვაში განთავსებული რუსული ფლოტის მხრიდან გასროლილი ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში