ევროპული საბჭო მზადაა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როცა კომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები ქვეყნის მხრიდან დაკმაყოფილებული იქნება. შარლ მიშელის თქმით, ევროპული პერსპექტივა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, სამივე ქვეყნის მოსახლეობისთვის გაგზავნილი ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. როგორც აღნიშნა, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის ბარბაროსულმა ომმა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა.