დღეს საქართველოს ჩემპიონი ''დინამო'' ბათუმი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ბათუმელების დებიუტი ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირზე ბრატისლავის ''სლოვანის'' წინააღმდეგ შედგება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორმატჩიანი დუელის პირველი დაპირისპირება ბრატისლავის ''ტეჰელნე პოლეზე'' გაიმართება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი კი ჩვენს ეთერში 22:30 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს შეუძლია დღეს ბათუმში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანთან ''დინამოს'' უგულშემატკივროს. საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ 14 ივლისს 21:00 საათზე ბათუმში გაიმართება.