შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

06 ივლისი 2022, 14:31 1025 ნახვა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ჯიჰად აზურს ლევან დავითაშვილი და  ლაშა ხუციშვილი შეხვდნენ. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.  ხაზი გაესვა ახალ სამწლიან  პროგრამას,  რომლის მიზანია  მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი განმტკიცება, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების ხელშეწყობა.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მათი გავლენა როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ეკონომიკაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში