მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 22 ადამიანი

06 ივლისი 2022, 14:14 34458 ნახვა

ლიბიის სანაპიროებთან ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 22 ადამიანი. ინფორმაციას გაერო-სა და მალის მთავრობაზე დაყრდნობით, უცხოური მედია ავრცელებს.

დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. მედიის ცნობით, ნავზე სულ 83 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 61-ის გადარჩენა შეძლეს.

მალის მოქალაქეები ამ გზით ევროპამდე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა ნავს პრობლემა შეექმნა. 

გადარჩენილთა ნაწილი საავამდყოფოებში, ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში