ორად გაყოფილი პარტია

08 იანვარი 2017, 00:00 2818 ნახვა

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ. რაზეც დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ თუ ასე მოხდება მას ეს არ გაუკვირდება.  ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ყრილობის გამართვამდე 12 დღე რჩება, დაპირისპირება კი მწვავდება.  ამ დრომდე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, იქნება თუ არა ლეგიტიმური ეს ყრილობა და შესაბამისად  საერთოდ  უნდა ჩატარდეს თუ არა მასშტაბური პარტიული შეკრება. პარტიაში ორ ნაწილად გაიყვნენ. ე.წ- ლი ბოკერიას ფრთა მიიჩნევს, რომ ყრილობის საორგანიზაციო საკითხები წესის დარღვევით მიმდინარეობს. მეორე ნაწილი კი ყრილობის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელსაც მათი თქმით 7 ათასი დელეგატი დაესწრება. ამ ფონზე ყოფილი პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის საშუალების  მიცემას ითხოვს, რადგან 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობას დაესწროს. ამის შესახებ მან ფეისბუქ გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი