ქუთაისის სასწრაფო დახმარების მენეჯერის გათავისუფლებას მედიკოსები აპროტესტებენ

06 ივლისი 2022, 13:59 764 ნახვა

ქუთაისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მენეჯერის, მაია რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მედიკოსები აპროტესტებენ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები ქუთაისის მერიასთან აქციას ამ წუთებში მართავენ. მათ სურთ მიიღონ პასუხი, თუ რატომ დაატოვებინეს თნამდებობა მაია რუხაძეს. როგორც ისინი აღნიშნავენ ხელმძღვანელს სამსახურიდან წასვლის განცხადების დაწერა აიძულეს. თავად მაია რუხაძისგან კი პოზიციიდან წასვლის მიზეზი ვერ მოისმინეს.

,,მერიის შენობასთან ზუსტად იმიტომ მოვედით, რომ ქუთაისის მერიამ და ქუთაისმა იცის ზუსტად, როგორ შრომობს სასწრაფო თავისი არაჩვეულებრივი მენეჯერის ხელმძღვანელობით. დღეს მხოლოდ და მხოლოდ ვაპროტესტებთ ჩვენი მენეჯერის სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებას, გთხოვთ მოგვეცით საშუალება ისევ ვიყოთ ხალხის სამსახურში’’-ამბობენ აქციაზე შეკრებილი მედიკოსები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მუშაობას არ შეწყვეტენ და გამოძახებებზე ქალაქის მერიიდან გავლენ, თუმცა არ დაიშლებიან, ვიდრე მაია რუხაძე თანამდებობაზე არ დაბრუნდება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მაია რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ინფორმაცია თანამშრომლებისთვის დღეს გახდა ცნობილი. როგორც ისინი აღნიშნავენ მათ არაერთი მენეჯერი გამოუცვლიათ, თუმცა ეს ყოველთვის კოლეგებთან შეთანხმებით ხდებოდა.

ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია თავად მაია რუხაძეს და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს, რა გახდა რუხაძის გათავისუფლების საფუძველი.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი