ევროპაში ელექტროენერგიის ფასმა ისტორიულ რეკორდს მიაღწია

05 ივლისი 2022, 14:42 214 ნახვა

ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შემცირებისა და ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე ელექტროენერგიის ფასებმა  რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია - ამის შესახებ ''ფაინენშელ თაიმსი'' წერს.

გერმანიის ელექტროენერგიის მომავალი წლის კონტრაქტებმა, რომელიც ბაზრის ეტალონად არის მიჩნეული, ორშაბათს ვაჭრობის დროს ყველაზე მაღალ ფასს მიაღწია. ღირებულება 13%-ით გაიზარდა  და ერთი მეგავატ საათის ფასი 325 ევრომდე განისაზღვრა. ასეთმა მაჩვენებლებმა დეკემბერში დაფიქსირებული წინა რეკორდი მოხსნა.

წლის დასაწყისიდან მსგავსი კონტრაქტის ფასები საფრანგეთში გაორმაგდა და მეგავატსაათის ღირებულებამ 366 ევრო შეადგინა.

ელექტროენერგიის ფასებზე ძლიერ გავლენას ახდენს ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული გაზის ღირებულება. 

ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო ევროპაში ათასი კუბურ მეტრი გაზის ფასი  1800 დოლარზე მეტად გაიზარდა, რაც ოთხჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში