საუდის არაბეთმა პანდემიის შემდეგ ჰაჯისთის მილიონამდე მომლოცველი მიიღო

05 ივლისი 2022, 10:19 443 ნახვა

კოროვირუსული პანდემიის  დაწყების შემდეგ ისლამის წმინდა ქალაქის ქუჩები ისევ აივსო მომლოცველებით მთელი მსოფლიოდან.   ორწლიანი  კოვიდშეზღუდვების შემდეგ წელს ერთ მილიონ ადამიანს, მათ შორის 850 ათასს  უცხოელს, უფლება აქვს მოილოცოს წმინდა ადგილები.  ჰაჯი  არის ისლამის ხუთიდან  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი, რომელიც ყველა შრომისუნარიანმა მუსლიმანმა ცხოვრებაში  ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს. 

საუდის არაბეთის ხელისუფლების   განცხადებით,  წელს ქვეყანაში სულ მცირე 650 ათასი უცხოელი მომლოცველი ჩავიდა. თუმცა  ორშაბათს სპეციალურმა სამსახურებმა  თითქმის 100 ათას  ადამიანს აუკრძალა მექაში შესვლა.

უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 288 ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს ნებართვის გარეშე ჰაჯის შესრულების მცდელობისთვის. წელს  ჰაჯის შესასრულებლად   მხოლოდ 65 წლამდე ასაკის მუსლიმები დაიშვებიან.

საუდის არაბეთმა ახლა ქალებს მამაკაცების გარეშე  ჰაჯის შესრულების უფლება მისცა.  ნიღბები აღარ არის სავალდებულო. უცხოელმა მომლოცველებმა საზღვარზე პი-სი-არ ტესტის უარყოფითი შედეგი უნდა წარადგინონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი