,,მშვიდობა“ - ამ სახელწოდებით შემოქმედებითი საღამო ბათუმში პიაცას ტერიტორიაზე გაიმართა. შეკრებილი მოქალაქეების წინაშე ქართველი და უკრაინელი შემსრულებლები წარსდგნენ.
ღონისძიება მშვიდობის იდეას მიეძღვნა, პარალელურად კი ორი მხატვარი მუშაობდა, საღამოს ფარგლებში შესრულებული ნახატები გაიყიდება და შემოსული თანხა უკრაინელი ხელოვანების ხელშესაწყობად გადაირიცხება.