შეფასებები 3 ივლისის აქციაზე

04 ივლისი 2022, 19:52 819 ნახვა

ოპოზიციის ნაწილი გუშინდელი საპროტესტო აქციის ორგანიზატორების შეცდომაზე საუბრობს, რის გამოც, მათი შეფასებით, აქციის მუხტი დავარდა და შეკრების ორგანიზატორების პოლიტიკურ მიზნებს აკრიტიკებენ. „ქართული ოცნებისთვის“ კი მოვლენებმა ცხადყო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ" საზოგადოებამ კი დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას ცდილობენ და უკვე დესტრუქციის რესურსიც აღარ აქვთ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში