ხვალ დილით გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე სასამართლო. მოსამართლემ თქვა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა კიდევ ერთხელ მოუსმინა არგუმენტებს.დაკავებულების დაცვის მხარე გამამართელებლ განაჩენს ელოდება, პროკურატურა კი საპირისპიროს, სამივე დაკავებულისთვის გამამტყუნებელ განაჩენს. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, დაცვის მხარე თავის მართლებითაა დაკავებული, საქმეში კი ბევრი გარემოებაა, რაც რისკებსა და დაუდევრობაზე მიანიშნებს. მეორე მხარე კი საპირისპიროს ამტკიცებს. დღევანდელ სასამართლოს სხდომას დაღუპულთა ოჯახის წევრები და დაკავებულების ახლობლები ესწრებოდნენ.