სასამართლომ მოკლული ქალის საქმეზე ყოფილ მეუღლეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

04 ივლისი 2022, 14:53 936 ნახვა

ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ, დანით მოკლული ქალის საქმეზე დაკავებულ ყოფილ მეუღლეს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მკვლელობაში ბრალდებული, დავით ცერცვაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაკავებულის ადვოკატი გელა სიორდია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, თუმცა ის წინასწარ პატიმრობაზე თანახმაა.

36 წლის თინათინ ტურაბელიძე, პირველ ივლისს, ყოფილმა მეუღლემ ბინაში მოკლა. ახალგაზრდა ქალს თავის და ყელის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. კაცი სამართალდამცველებმა მოკლული ქალის მეზობლების დახმარებით დააკავეს. ქალს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს თავისუფლების აღკვეთა, ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ემუქრება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი