რუსეთის საოკუპაციო ძალები  ამზადებენ შეტევას სლავიანსკის მიმართულებაზე - უკრაინის გენშტაბი

04 ივლისი 2022, 10:28 473 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალები პოზიციებს ამაგრებენ ლისიჩნსკში და ამზადებენ შეტევას სლავიანსკის მიმართულებაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ანგარიშში.

გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა მდინარე ჩრდილოეთის დონეცი გადალახეს და კრამატორსკის მიმართულებაზე საარტილერიო მომზადება გაიარეს.

რაც შეეხება დონეცკის ოლქს, უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ძირითადი ძალისხმევა მიმართა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სევერსკის-ფედოროვკა-ბახმუტის ხაზამდე თანდათან შევიწროებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი