დიპლომატები შსს-ს მოქმედებაზე

03 ივლისი 2022, 19:59 789 ნახვა

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები "თბილისი პრაიდის" კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარებას ეხმიანებიან და ქართველ სამართალდამცველებს მადლობას უხდიან.

მადლობის პოსტებს ტვიტერზე საფრანგეთის, ნიდერლანდების, და ნორვეგიის ელჩები აქვეყნებენ ასევე სამართალდამცველებს  სამადლობელო პოსტს უძღვნის გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი.

მაგალითად საფრანგეთის ელჩი  დიაგო კოლასი წერს, რომ  საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი კონსტიტუციით, რომელიც იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, ტრადიციებს, რომელიც ყოველთვის ღიაა მიიღოს რაღაც ახალი თავისი მრავალფეროვნებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი