კოვიდ საწინააღმდეგო და ბავშვებში გეგმიური ვაქცინაცია. ამ საკითხებზე დღეს ბათუმში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მედიასთან შეხვედრას მართავს.
საუბარი შეეხება ვაქცინაციის ტემპის ვარდნას. ექიმი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ბავშვებში გეგმიური ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებულია.
შეხვედრას მედიასთან ამირან გამყრელიძე წარუძღვება, რომელსაც იუნისეფის წარმომადგელობაც ესწრება.
რაც შეეხება ეპიდ ვითარებას ბოლო 1 კვირის მონაცემები წინა კვირის მაჩვენებელს უსწრებს და ტენდენცია მზარდია.