ბათუმის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პროექტის ფარგლებში ტრენინგი მიმდინარეობს, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდა და მეტი ჩართულობა მერიის პროექტებში. ტრენინგი ორდღიანია.
საბჭოს წევრები ბათუმში ახალგაზრდებს შეხვდებიან მათი პრობლემებისა და სამომავლო გეგმების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით.