ანრი ოხანაშვილის და ვატო წერეთლის დაპირისპირება დღეს ერთ-ერთი განსახილველი თემაა. რა მოხდა სინამდვილეში ? მხარეები შეერთებული შტატების ელჩს კადრების გასაჯაროებას სთხოვენ. ქართული ოცნების დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი კი ამბობს, რომ მას დეპუტატები გაუსწორდნენ ფიზიკურად. მმართველი გუნდი ოპოზიციას ადანაშაულებს პროვოკაციებში და პირიქით.