ვლადიმერ პუტინის ბრალდება დასავლეთს

01 ივლისი 2022, 10:53 262 ნახვა

დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ აღიარონ თავიანთი ეკონომიკური კურსის მცდარობა - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ინდონეზიელ კოლეგასთან მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ნებისმიერ პოტენციურ გლობალურ სასურსათო კრიზისში დაადანაშაულა. აღნიშნა, რომ  სურსათის ბაზრების დისბალანსი ქვეყნების მრავალწლიანი უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ კი განაცხადა, რომ მის ქვეყანას უკრაინაში მიმდინარე ომის მალე დასრულება სურს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში