ტურისტული გამოფენა მინსკში

06 აპრილი 2016, 00:00 5521 ნახვა

ბელარუსის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონი წელს განსხვავებული პროგრამით წარსდგა. ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ. დღის განმავლობაში აჭარის სტენდთან ვიზიტორებისთვის დაგეგმილია აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიული მასტერკლასის ჩატარებაც. ხვალ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მინსკში "აჭარის დღე"- ს უმასპინძლებს.
 

ამავე კატეგორიაში