,,ეს იყო ჯგუფური თავდასხმა”- ამის შესახებ რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა, დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. გვარამია გამოეხმაურა რატი გაჩეჩილაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტში მარტო მონაწილეობდა. გვარამიას შეფასებით, შსს აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში, პროფესიულად და ოპერატიულად იქცევა და ყველაფერს სწორად აკეთებს.