ნატო-ს სამიტი - პოლიტიკური შეფასებები

30 ივნისი 2022, 14:53 633 ნახვა

სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოში აფასებენ. ქართული ოცნების პოზიციით, მადრიდის სამიტიდან საქართველომ მიიღო სიგნალი ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერისა და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამის შექმნის, რაც  მნიშვნელოვანია.

განსხვავებულია საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალ კომუნიკეში საუბარი აღარ არის რუსული სამხედრო ძალების გაყვანაზე.

ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში