აჭარის საიმიჯო რგოლები დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მთავარი გასასვლელებისა და დარბაზების მონიტორებზე ტრიალებს.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტი წლის განმავლობაში 29 მილიონამდე მგზავრს ემსახურება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ბათუმში კვირაში 20 პირდაპირი რეისი ხორციელდება.